გოგი ალექსი მესხიშვილი
THE MOVEMENT TV წარმოგიდგენთ თეატრის მხატვარს, გოგი ალექსი-მესხიშვილს. რუსთაველის თეატრის დიზაინის სკოლაში ის თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების, მომავალი პროფესიონალების აღზრდას ემსახურება. მხატვარი კრიტიკულადაა განწყობილი თანამედროვე თეატრის მიმართ. მისი აზრით, სამწუხაროა, რომ ქვეყანას არ გააჩნია მომავლის ხედვის გეგმა, არ აქვს კულტურის განვითარების სწორი პოლიტიკა.